Thursday, April 19, 2012
შემეცნებითი ღონისძიება
ბავშვებმა პოეტურად წარმოადგინეს აგრეთვე ფიზიკის კანონები და ფორმულები, რომლებიც პროექტორით ეკრანზე გაშვებულ სლაიდებზე ენაცვლებოდა ერთმანეთს. კედელს კი ამშვენებდა ასეთი სლოგანი–,,ერთხელ ჩემი ხალხი მეც უნდა ვასახელო"
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს დიდ ფიზიკოსებზე და განსაკუთრებული მოწიწებით ახსენეს თანამედროვე ქართველი მეცნიერი, პროფესორი თეორიული ფიზიკის დარგში–გია დვალი. ბოლოს კი კვლავ ცარო მასწავლებლის მიერ შექმნილი ლექსები წაუკითხეს სკოლის ფიზიკის პედაგოგებს: ჟენია მერაბიშვილს, მაია თათეშვილსა და თამარ ნადირაძეს.
მსმენელი ამ ღონიძიების ხილვით ნასიამოვნები დარჩა. მოსწავლეებში კი, რომლებიც VIII კლასში სწავლობენ და ფიზიკის მეცნიერებასთან ზიარებას მხოლოდ ახლა იწყებენ, ამ ღონისძიებამ ფიზიკის სიყვარულის ნაპერწკალი გააჩინა და ჩემი აზრით მსგავსი აქტივობებით ეს ნაპერწკალი აუცილებლად გაღვივდება.
მაია თათეშვილი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment